ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
TasteAtlas-მა ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ღვეზელების ლიდერად დაასახელა
15 დეკემბერი, 2023

ცნობილმა რეიტინგულმა პორტალმა TasteAtlas-მა ხაჭაპური 2023 წლის საუკეთესო ღვეზელებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზე დაასახელა.

როგორც პორტალი წერს, ეს უბრალო ყველის პური, რომელიც ცნობილია ხაჭაპურის სახელით არის ცნობილი, საქართველოში ყველაზე პოპულარული კერძია.

"მას ტრადიციულად ყველით, კვერცხითა და კარაქით ამზადებენ. არსებობს ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა და მიუხედავად იმისა, რომ კერძში იყენებენ ყველის რამდენიმე ახალ სახეობას, მათ შორის მოცარელას და ფეტას, ყველაზე გავრცელებული მაინც ტრადიციული ქართული სულგუნით ან იმერული ყველით დამზადებული ხაჭაპურია" - ნათქვამია ქართული ხაჭაპურის აღწერაში.

იქვე მითითებულია, რომ ხაჭაპური სხვადასხვა ფორმისა და გამოცხობის ტექნიკაც სხვადასხვაა, თუმცა ორი ყველაზე გავრცელებული მაინც მრგვალი იმერული ხაჭაპური და აჭარული ხაჭაპურია, რომელიც ზემოდან ღია სახისაა უმი კვერცხითა და კარაქით.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.