ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
TAV Georgia მთავრობისგან გასული თვეების ფორსმაჟორად აღიარებას კვლავ ითხოვს
29 დეკემბერი, 2020

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს მთავრობისგან 7-თვიანი პერიოდის ფორსმაჟორად აღიარება რამდენიმე თვის წინ ითხოვა. საუბარია, იმ თვეებზე, როდესაც აეროპორტები, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო.

“ფორსმაჟორული სიტუაციის აღიარებასთან დაკავშირებით, მთავრობასთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს", - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ დღეს, “საქმიან დილაში”, გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზაქარაძემ განმარტა, “ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოტამით არის დაკეტილი”.

“ჩვენ ამ ნოტამის ამოწურვას ველოდებით, ანუ იმ პერიოდს, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სრული დატვირთვით გაიხსნება და ეს მოლაპარაკება, რომელიც ფორსმაჟორული სიტუაციის აღიარებასთან დაკავშირებით მთავრობასთან მარტში დაიწყო, მაშინ დასრულდება, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება", - განმარტა ზაქარაძემ.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.