TAV Georgia: ზარალი უპრეცედენტოდ დიდია, კარგი იქნება თუ 2020 წელს ისტორიიდან ამოვიღებთ
“ზარალი უპრეცედენტოდ დიდია და კარგი იქნება თუ 2020 წელს ჩვენი ისტორიიდან ამოვიღებთ”, - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ “საქმიან დილაში”, გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
ზაქარაძის განმარტებითვე, კომპანია 2020 წელს 590 ათასი მგზავრით ხურავს.
“590 ათასი მგზავრი - ეს ის რიცხვია, რაც 2005 წელს გვქონდა. 2019 წლის ნოემბერი 2020 წლის ანალოგიურ თვეს რომ შევადაროთ, 98%-ითაა შემცირებული მგზავრთა რაოდენობა. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, იანვარ-თებერვალში, აეროპორტი მუშაობდა და კომპანიის ზარალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ს შეადგენს, ხოლო თუ მომდევნო თვეებს შევხედავთ, ზარალი 90%-ია.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, იქ 99%-ია ზარალი და 10 თვე სრულად დაკეტილია”, - განმარტა ზაქარაძემ.
www.bm.ge