ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტავ ჯორჯია“: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით AIR ITALY და SAS დაინტერესდნენ
04 ივლისი, 2019

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით Air Italy და Scandinavian Airlines დაინტერესდნენ.

„საქართველოს საავიაციო ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, „ტავ ჯორჯიასა“ და „ტავ ჰოლდინგის“ მარკეტინგის გუნდი აქტიურად აწარმოებს ერთობლივ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან.

თბილისი, როგორც ახალი მიმართულება უკვე შეთავაზებულ იქნა რამდენიმე ევროპული ავიაკომპანიისთვის.

ამ ეტპაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით ორი ევროპული ავიაკომპანია, Air Italy და Scandinavian Airlines (SAS) დაინტერესდნენ“, – ნათქვამია კომპანიის მიერ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.