ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ კანონში ცვლილებები შედის
03 ნოემბერი, 2017

კანონი თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ 2010 წლიდან მოქმედებს. წინა ხელისუფლების დროს მიღებული კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისთვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს. 

კანონი ვრცელდება ქობულეთის, ანაკლიის, განმუხურისა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ტურისტულ ზონებზე, რომელთა კოორდინატებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავისუფალი ტურისტული ზონებით დაინეტერსების შემთხვევაში ინვესტორი თავისუფლდება ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან 15 წლის ვადით. ასევე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა სიმბოლურ ფასად − 1 ლარად. საქართველოს მთავრობა თავის მხრივ იღებს ვალდებულებას სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს ან და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ახლის მშენებლობა. 

მიუხედვად იმისა, რომ არსებულ ტურისტულ ზონებით ინვესტორები ვერ დავაინტერესეთ, პროექტი ისევ აქტუალურია ხელისუფლებისთვის. 2017 წლის 4 აპრილით დათარიღებული დადგენილების მიხედვით, მთავრობამ თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისია შექმნა, რომლის თავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრია. 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა "საქმის კურსს" განუცხადა, არსებულ კანონში ცვლილებები მზადდება, რაზეც მუშაობა წის ბოლომდე დასრულდება. 

"კანონი არის მოძველებული. მისი მიზნობრიობის ხარისხი ერთმნიშვნელოვანდ არის გადასახედი, რომ ფოკუსირება კანონის იყოს უფრო ეფექტური. თქვენ იცით, რომ ასეთი ზონები ახალი წლებია არ შექმნილა და ძველის ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩვენც სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს. ვმუშაობთ ამ კანონში ცვლილებებზე და საერთოდ ვფიქრობთ ეს კანონი გვჭირდება თუ არა" - განუცხადა გიორგი გახარიამ "საქმის კურსს".

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.