თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში 2019 წლის ივლისთან შედარებით სასტუმროების დატვირთულობა მნიშვნელოვნად 11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მსხვილი ბრენდული სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 2019 წლის მაჩვენებელს 12%-ით გადააჭარბა.
თბილისის სასტუმროების დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტმა 2019 წლის ივნისში რეგისტრირებულ დატვირთულობას 9%-ით გადააჭარბა და 2022 წლის ივლისში 76%-ი შეადგინა. რაც შეეხება ზღვისპირა რეგიონს, აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და დატვირთულობამ 74%-ს მიაღწია, რაც 2019 წლის ივნისთან შედარებით 9% ით მეტია. კახეთის რეგიონი ასევე განაგრძობს დატვირთულობის მაღალ დონეს.
გაზრდილი საერთაშორისო მოგზაურობის და მიგრაციის ფონზე 2019 წელთან შედარებით Airbnb - ის შემოსავალი 10%-ით გაიზარდა.
თიბისი კაპიტალის კვლევაში მონაწილე ზოგიერთმა მცირე და საშუალო ზომის სასტუმრომ 2022 წლის ივნისში ნელ-ნელა დაიწყო გახსნა და როგორც მოსალოდნელი იყო საერთაშორისო ვიზიტორების მაღალი ნაკადის გამო მათმა დატვირთვამ ივნისში 30%-ი, ხოლო ივლისში 68%-ი შეადგინა.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ივლისში, მსხვილ, ბრენდულ სასტუმროებში საშუალო დღიური მაჩვენებელი 100%-ით აღდგა. მაღალი დატვირთვა გაზრდილ მოთხოვნაზე მეტყველებს.
commersant.ge