პანდემიის მიუხედავად, “თბილღვინო“ გეგმებს არ ცვლის. ქართული ღვინის კომპანიამ წელს ვენახი კიდევ ათეულობით ჰექტარზე გააშენა.
კომპანიის დამფუძნებლის ზურაბ მარგველაშვლის თქმით, შარშან “თბილღვინომ“ 42 ჰექტარი საფერავის ვენახი გააშენა და ამ პროცესს 2021 წელსაც აგრძელებს. ასევე, მომავალი წლის გეგმაშია თელავის რაიონში 50–55 ჰექტარის ფართობზე ვენახის გაშენებაც.
„ყვარლისა და გურჯაანის რაიონში 54 ჰექტარ ფართობზე საფერავთან ერთად, გავაშენეთ ალექსანდრული და მუჯურეთული. ჯამში, 360 ჰექტარს მივაღწიეთ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფართობი არ არის მნიშვნელოვანი, საუბარია სერთიფიცირებულ ნერგებზე, რომელიც არის ჯანმრთელი და ვირუსებისგან დაცული, აქვს ისრაელის ირიგაციის სისტემა, რომლის დახმარებითაც პირველ მოსავალს 3 წელში მივიღებთ. ასევე, გამოიყენება გერმანული ბრენდის მაღალი ხარისხის სასუქი.
ვგეგმავთ საშუალოდ 900 ტონა მოსავლის მიღებას, რასაც ახლაც ვაღწევთ მსხმოიარე ვენახებში, თუმცა იმისთვის, რომ დავამზადოთ მაღალი კატეგორიის ღვინო, მოსავლიანობას 30%–ით ვამცირებთ, რომ დარჩენილ ყურძენში მეტი კონცენტრაციის არომტები დაგროვდეს. თუ სეტყვამ და გარემოპირობებმა ხელი არ შეგვიშალა 2021 წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით,“– აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" ზურაბ მარგველაშვილი.
business-partner.ge