ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„თბილღვინო“ კახეთში ვენახებს გააშენებს და აგროსტურისტულ ცენტრს გახსნის
25 მაისი, 2018

კომპანია „თბილღვინო“ კახეთში 170 ჰექტარზე ვენახების გაშენებას და აგროსტურისტული ცენტრის გახსნას გეგმავს. ტურიზმის მიმართულების განვითარებაში კომპანიას მსოფლიო ბანკი (IFC) დაეხმარება.

პროექტის ჯამური ღირებულება 8 მილიონი დოლარია და მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ IFC დააფინანსებს.

კომპანიის პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა ლომაშვილი knews-თან ამბობს: “კახეთში გვინდა დამატებით ვენახები გავშენოთ და აგროტურისტული ცენტრი მოვაწყოთ, სადაც პრემიუმკლასის ღვინოების საწარმო განთავსდება. აქ დავაყენებთ განსაკუთრებული მარაგის და ქვევრის უმაღლესი ხარისხის ღვინოებს, რომლებიც ტურისტების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს. ამ პროექტების განხორციელებაში მსოფლიო ბანკი დაგვეხმარება“, - განაცხადა ლაშა ლომაშვილმა. 

კომპანია „თბილღვინო“ 1962 წელს დაარსდა და წელიწადში დაახლოებით 3-4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. „თბილღვინოს“ დამფუძნებლები ძმები გიორგი და ზურაბ მარგველაშვილები არიან. კომპანიის წარმოებული ღვინო ევროპის 30 ქვეყანაში უკვე იყიდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.