ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისელი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა თურქეთია
27 აგვისტო, 2018

თბილისელთა უმრავლესობა სამოგზაუროდ თურქეთს ირჩევს, - ასეთია კომპანია "ეისითის" ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგები.

თურქეთში მოგზაურობა განსაკუთრებით პუპულარულია 24 წლამდე თბილისელებში, რუსეთში მოგზაურობის გამოცდილება უფროსი ასაკის (55+) თბილისელებს აქვთ, საშუალო ასაკის თბილისელები (25-34) კი გერმანიას ირჩევენ. მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყანებს შორის თურქეთის (47%) გარდა მოხვდა რუსეთი (36%), გერმანია (34%), აზერბაიჯანი (23%) და საფრანგეთია (21%). კვლევის თანახმად, ყოველ მესამე თბილისელს (33%) ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ. თბილისელების 27% პირადი მიზნით, 11% სამსახურეობრივი ვიზიტით ყოფილა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კვლევაში მითითებულია, რომ “ეისითის” მიერ 2016 წელს ჩატარაბული კვლევასთან შედარების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოგზაურთა შორის მკვეთრად გაიზარდა ევროკავშრის ქვეყნების მიმართ ინტერესი, რაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით უნდა იყოს განპირობებული. კვლევაში მითითებულია, რომ თბილისელების უმრავლესობა მოგზაურობისათვის საჭირო ბიუჯეტს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, ხოლო მათი უმეტესობა, ვინც სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებს, სწორედ უფულობას ასახელებს მთავარ მიზეზად. საინტერესო განსხვავებები გამოვლინდა ქალებსა და კაცებს შორის. როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, ქალები ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობენ, კაცები კი მეგობრებთან ერთად. ამასთან, კაცები, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უფრო მეტ თანხას ხარჯავენ საზღვარგარეთ ყოფნისას ვიდრე ქალები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.