ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში მალე სეპარირებული ურნები გამოჩნდება
02 აგვისტო, 2018

თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს მალე ნაგვის სეპარირება მოუწევთ. სეპარირებული ურნები დედაქალაქში უკვე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივად „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისადდაინერგება. პროექტის განხორციელება სექტემბრიდან დაიწყება და ის მიზნად ისახავს, დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, თბილისში ათ ადგილზე სეპარაციის სტენდების განთავსებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.

„თბილისელების მხარდაჭერის იმედი გვაქვს იმაში, რომ სეპარირების იმ თანამედროვე მოდელს, რომელმაც საბოლოო ჯამში ნარჩენი პროდუქტად უნდა აქციოს, საფუძველს ჩავუყრით და ძალიან აქტიური იქნება თბილისი ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.