თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება ახალმა ქართულმა ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA-მ დაიწყო.
ამ მიმართულებაზე AK-AIR GEORGIA-მ ოპერირება 1 მარტიდან დაიწყო. ავიაბილეთის ფასი 90 ლარია (ერთი გზა).
ფრენები ამ მიმართულებით სრულდება კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე რამდენიმე დღეში ოპერირებას განაახლებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც.
www.travelingeorgia.ge