ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი EUROPE’S BEST DESTINATIONS-ს 2020 წლის კონკურსში მონაწილეობს
04 ივლისი, 2019

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისი „წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების“ 2020 წლის კონკურსის კანდიდატია.

“EBD არის ასეთი ორგანიზაცია, სადაც სხვადასხვა აქვეყნები იღებენ მონაწილეობას. ჩვენი ქალაქიც არის მოხვედრილი ამ კონკურსში და ჩვენ ვიწყებთ ფოტოკონკურსის გამოცხადებას“, – განაცხადა კალაძემ.

მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას განცხადებით, 30 ფოტო არის საჭირო იმისთვის, რომ თბილისმა კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

„30 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მაღალი ხარისხის ფოტოსთვის, რომელიც დედაქალას მიეძღვნება, კონკურსი უნდა გამოვაცხადოთ. საუკეთესო ფოტოს სოპეციალური ჟიური შეარჩევს, რომელიც ფოტოგრაფებმა უნდა ატვირთონ მერიის საიტზე“, – აცხადებს ხუნწარია.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ კონკურსში თბილისის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.

„მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი დედაქალაქი თავის სიტყვას იტყვის. მართლაც ულამაზესია ჩვენი ქალაქი თავისი კულტურით, თავისი ტრადიციებით, თავისი შენობა-ნაგებობებით, კონკრეტული ლოკაციები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ადამიანებმა. ის, ვინც ერთხელ ყოფილა, არ არსებობს მეორეჯერ და მესამეჯერ არ ჩამოვიდეს. ჩვენ გვაქვს ღმერთისგან ნაბოძები ბუნება, ზღვა, მთა, ყველაფერი გაგვაჩნია, რომ ვიყოთ წარმატებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.