კომპანია ომნესტურის სატრანსპორტო ბრენდი ომნიბუსი, ტურიზმის ეროვნულ ადმინსტრაციისა და მთების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამთო კურორტებზე სატრანსპორტო სერვისის განვითარებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება, ზამთრის სეზონზე, უქმეებზე, რეგულარული რეისის დანიშვნა თბილისი - გუდაური - თბილისის მიმართულებით ტურისტული ავტობუსებით , ხოლო გუდაურში დაინიშნება სპეციალიზირებული ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს შიდა წრიული მიმართულებით დამსვენებლების კომფორტულ გადაადგილებას.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.bus-transfer.ge
ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია biletebi.ge-ზე
წყარო: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=57802