ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს
08 ივნისი, 2018

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia '18-ს „ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლებს.

WinExpo ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ამ დარგებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე. გამოფენა 14-16 ივნისს გაიმართება.

ორგანიზატორების განმარტებით, ტრადიციული სავაჭრო გამოფენის პარალელურად დამატებითი ღონისძიებები გაიმართება.

„ამ სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა რეგიონში, რომელიც სტუმრებს მთელი მსოფლიოდან წარუდგენს ეროვნული და საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების ფართო ასორტიმენტს და სხვა მსგავს პროდუქციას“, - განმარტავენ ორგანიზატორები.~

აღსანიშნავია, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში საიუბილეო ღვინის საერთაშორისო კონკურსი - 10th Georgia International Wine Award 11-12 ივნისს ჩატარდება.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ WinExpo Georgia 2018 არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს მეღვინეობის ხელოვნებას, დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, შეხვდნენ მეღვინეებს, ღვინისა და სხვა სასმელების პოტენციურ მომწოდებლებს, გაეცნონ ინოვაციებს და მრეწველობის ტენდენციებს

გამოფენის ორგანიზატორი „ექსპო ჯორჯიაა“, გამოფენასა და კონკურსს მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.