ავიაკომპანია MyWay Airlines-ი თბილისი-მაჰაჩყალის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები 29 ივნისიდან განხორციელდება.ჩარტერული ავიარეისები სექტემბრის ბოლომდე, კვირაში ერთხელ ყოველ შაბათს განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთია, ბილეთის ღირებულება კი 119 დოლარიდან დაიწყება (ერთი გზა).
MyWay Airline-ი თელ-ავივისა და ჟუკოვსკის მიმართულებითაც ასრულებს ფრენებს.
imedinews.ge