თბილისის მერია თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. საუბარია დაახლოებით გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე.
თბილისის მერის თქმით, თბილისი-ნაფეტვრების გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
კახა კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს და ხიდის შემდგომი მონაკვეთიც გაკეთდება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები, 150 მეტრის სიგრძეზე ეწყობა კიუვეტები (ასფალტის საფარიდან წყლის არიდების სისტემა), წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები. საფუძვლის მოწყობის შემდეგ, 1.9 კმ. მონაკვეთზე 14 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოებს კომპანია "ბელ-ბაუ" აწარმოებს და პროექტზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
www.travelingeorgia.ge