ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი რუსი ტურისტებისთვის პოპულარულ ქალაქთა შორის მეორე ადგილზე
04 მაისი, 2017

დსთ-ს სივრცეში რუსი ტურისტებისთვის პოპულარულ ქალაქთა შორის თბილისი მეორე ადგილზეა.

მაისის პირველი დეკადაში ონლაინ -დაჯავშნის სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით, რეიტინგი ანალიტიკურმა სააგენტომ „ტურსტატმა" მოამზადა.

რეიტინგში მინსკი ლიდერობს. ბელარუსის დედაქალაქს რუსები საშუალოდ 3 დღით სტუმრობენ და ღამეში 3200 რუბლს ხარჯავენ.

თბილისში საშუალო დანახარჯი უფრო დაბალია 2900 რუბლი, აქ ტურისტები საშუალოდ 4 დღით რჩებიან.

სამეულშია ალმაატა. შემდეგ პოზიციებზე მოდის: ბაქო, ასტანა, ერევანი, კიევი, ტაშკენტი, ბიშკეკი და კიშინოვი.

(100 რუბლი = 4.28 ლარი)

ავტორ(ებ)ი: GBC

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.