ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
09 თებერვალი, 2022

თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით მდებარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი 3,7 კმ-იანი 4 ზოლიანი საავტომობილო გზისა და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიწის ვაკისის ექსკავაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 63,888,887.69 ლარს შეადგენს.

სამუშაოების ვადად 18 თვეა განსაზღვრული.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.