ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 30 წუთით შემცირდა - ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა
26 ივნისი, 2018

ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. 18 კილომეტრიანი გზის ექსპლუატაციაში შევიდა დაქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.

ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის არის სოფ. საჩინოსთან, საქართველოში, ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. 

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან. 

ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა რეგიონისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარი იყო.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.