სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1,7 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (1,3 მლნ მგზავრი)
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივნისში 2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით აეროპორტში მგზავრთნაკადი 87,53%-ით არის გაზრდილი.
2016 წლის ექვს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 893 222 მგზავრს მოემსახურა.
www.travelingeorgia.ge