ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის ცენტრში ახალი 200-ნომრიანი სასტუმრო RADISSON-ი აშენდება
11 ივლისი, 2019

დღეს Radisson Hotel Group-მა თბილისში ახალი სასტუმროს პროექტი წარადგინა. ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლიდან თბილისის სტუმრებს მაღალი კლასის სასტუმრო უმასპინძლებს. ახალი პროექტი ჭანტურიას ქუჩაზე აშენდება და მისი ღირებულება 25 მილიონ დოლარამდე იქნება. შენობა ყოფილი სასტუმრო “თორის” ადგილზე აშენდება.

Radisson -ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და დირექტორმა ელის იუნემმა განაცხადა:

“ჩვენ მოხარული ვართ საქართველოში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ვიხილოთ. ეს ჩვენს არსებულ შეთავაზებებს გაზრდის და გაამრავალფეროვნებს. ასევე გვინდა რომ ჩვენს ოჯახში ახალი პარტნიორი, კომპანია “ბლოკ ინვესტი” მივიღოთ.”

საქართველოში რადისონის ბრენდის სამი სასტუმრო ოპერირებს, მათგან ორი – თბილისისა და ბათუმის სასტუმროები Radisson Blu-ს ბრენდით, წინანდალის სასტუმრო კი Radisson Collection-ის ბრენდით ოპერირებს.

ახალი სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება. აქ განთავსდება რესტრონები, ბარები და საკონფერენციო სივრცეები, რომლებიც უახლესი აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

bm.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.