ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის ცენტრში RADISSON-ის კიდევ ერთი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება
07 მაისი, 2021

თბილისში, სასტუმრო „თორის“ ნაცვლად, Radisson-ი 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ამჟამად ობიექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია 0 სართულის მშენებლობა.

სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ დოლარია. Radisson-ის სასტუმრო მოიცავს 200 ნომერს, კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს.

„აქამდე დაგეგმილი იყო, რომ სასტუმროში Park Inn by Radisson-ის ბრენდი შემოსულიყო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. მათი სურვილიც იყო, რომ ამ ლოკაციაზე უფრო მაღალი კატეგორიის ბრენდი შემოსულიყო,“ - აცხადებს ჯანაშვილი.

საქართველოში Radisson-ის ბრენდის სამი სასტუმრო ოპერირებს, მათგან ორი - თბილისისა და ბათუმის სასტუმროები Radisson Blu-ს ბრენდით, წინანდალის სასტუმრო კი Radisson Collection-ის ბრენდით ოპერირებს.

Business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.