აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება, პროექტით გათვალისწინებულია კონსტრუქციის გამაგრება და შენობის სრული რესტავრაცია. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა „საქმიანი დილას” ეთერში განაცხადა, რომ ფონდი მიმდინარე წელს დედაენის ბაღის, 9 მარტის ბაღის, მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის რესტავრაციასაც დაასრულებს.
“2020 წელს აბრეშუმის მუზეუმის რესტავრაცია/რეაბილიტაციას ვგეგმავთ. სარესტავრაციო სამუშაოები ითვალისწინებს როგორც კონსტრუქციის გამაგრებას, ასევე იმ ფენების გამოჩენას და აღდგენას, რომელიც წლების მანძილზე დაკარგული იყო” – განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.
bm.ge