ჩვენ ამ 16 კაფეზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ყველა დაწესებულება მოვა კანონთან შესაბამისობაში,- ამის შესახებ "საქმის კურსს" თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელიმა გიორგი უკლებამ განუცხადა. ასე ეხმაურება თბილისის მერია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხდევითაც, 16-მა ინვესტორმა, პროტესტის ნიშნად აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ბარები და კაფეები დახურა. არსებული ინფორმაციით აქედან 14 უცხოელი ინვესტორია.
გიორგი უკლება ამბობს, რომ ბარების საპროტესტო დახურვის შესახებ ინფორმაცია მან მედიიდან შეიტყო. მისი განმარტებით, თბილისის მერიის მიზანია, ყველა დაწესებულება მოვიდეს კანონთან შესაბამისობაში და ღია კაფეებზე შესაბამისი ნებართვები აიღონ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა გახდა კაფეების საპროტესტო დახურვის მიზეზი, რამდენადაც 16 დაწესებულებიდან ზოგიერთ მათგანს შესაბამისი ნებართვის აღების პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.
მისი განმარტებით, კაფეების მეპატრონეებს გაფრთილება მიეცათ, რომ ქუჩაში უნებართვოდ გახსნილი ობიექტები კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ. როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, მსგავსი ღონისძიებები გატარდა შარდენზეც და სხვა ქუჩებზეც, სადაც ობიექტებს კაფეები ქუჩაში აქწვთ განთავსებული. თუმცა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სხვა უბნებში ეს პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდა.
რაც შეეხება საკითხს, რომ თბილისის მერია გარკვეულწილად უცხოელი ინვესტორების დისკრიმინაციას ეწევა, გიორგი უკლება ამას აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, 16 ობიექტიდან 9 ნამდვილად უცხოეთის მოქალაქეა, 7 კი საქართველოსი.
bm.ge