ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დახურული მდინარეების გახსნას ითვალისწინებს
12 ივლისი, 2017

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დახურული მდინარეების გახსნას ითვალისწინებს. როგორც "საქმის კურსს" დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა, დედაქალაქში დაახლოებით 56 დახურული მდინარეა, რომელთა გარკვეული ნაწილის გახსნა აუცილებელია.

"ჩვენ გვიან მივედით ამ დასკვნამდე. თბილისში არის 56 მდინარე, რაც მტკვარს უერთდება. მაგალითად, ნახეთ რა მდგომარეობაა გლდანულას ხევში - კალაპოტში მიდის მშენებლობები. ეს სამარცხვინოა. გარდა ამისა, ქალაქგეგმარებითი კუთხითაც არ შეიძლება, რადგან ინვერსიული ქარის ნაკადების დინებას ხელს უშლის ქალაქისკენ. პარალელურად გამწვანებაც თუ იქნება ამ ხეობებში, ქალაქში სუფთა ჰაერს შემოიტანს. კეკელიძის ქუჩაზე რაც გავაკეთეთ და მთელი ვარაზისხევი ამოვაშენეთ, ამან ხელი შეუშალა ჰაერის ნაკადების შემოსვლას. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი მდინარე გადახურეს, მაგისტრალები გაიყვანეს და შემდეგ მიხვდნენ, რაც გააკეთეს და ორი-სამი წლის წინ მთელი მაგისტრალი გააუქმეს", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ. 

მისივე განმარტებით, ამ საკითხზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორები თბილისის მერიას რეკომენდაციას აძლევენ. დედაქალაქის მთავრობამ დოკუმენტი უკვე ჩაიბარა და უახლოეს პერიოდში მისი საჯარო განხილვები იგეგმება, რაც დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც მერია გენგეგმას დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.