თბილისის პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება. თბილისის მერის განცხადებით, ეს იქნება კეთილმოწყობილი, ლამაზი ჯიხურები. ამ მიზნით პარკებში კონკრეტული ადგილები უნდა გამოიყოს.
კახა კალაძის განმარტებით, პარკებში გარევაჭრობა სერიოზული პრობლემაა.
„ეს უმეტესად ის ადამიანები არიან, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ჩვენი თანადგომა მნიშვნელოვანია. პარკების ადმინისტრაციამ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მათ მიეცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა”,– განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ძირითადად საუბარია არამალფუჭებად საქონელზე.
www.travelingeorgia.ge