მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტს აზიის გავითარების ბანკი 119 მილიონი ლარით აფინანსებს.
მეორე მონაკვეთი 800 მეტრია და წარმოადგენს ინდუსტიულ ზონას. სამშენებლო არეალი უახლოესი მრავალსართულიანი სახლებიდან დაშორებულია 120 მეტრით.
თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
www.travelingeorgia.ge