ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი მიიჩნევა, ხოლო ბათუმიდან – თელ ავივი
19 ივლისი, 2019

იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მოსკოვი იყო, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი – თელ ავივი.

“ტავ ჯორჯიას” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებების TOP-5 ასე გამოიყურება:


1- მოსკოვი;
2- სტამბოლი;
3- კიევი;
4- დუბაი;
5- სანტ-პეტერბურგი.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად TOP-5 მიმართულებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, “ტავ ჯორჯიას” მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ასეთია:


1- თელ ავივი;
2- მოსკოვი;
3- სტამბოლი;
4- კიევი;
5- მინსკი.

AviaNews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.