ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რას აკეთებს TAV Georgia თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების „მწვანე აეროპორტების“ სტატუსისთვის
30 ნოემბერი, 2023

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა Airport Carbon Accreditation Level 2 სერტიფიკატი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა Level 1 სერტიფიკატი მიიღო.


როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აქტიურად მუშაობს CO2-ის ემისიების შესამცირებლად, შესაბამისად, ჩართულია სათბური აირების ემისიების მართვის მოწინავე პროგრამაში.


„Airport Carbon Accreditation-ის Level 2 ხაზს უსვამს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ძალისხმევას, გაზომოს, მართოს და შეამციროს CO2 ემისიები“ – აცხადებენ TAV Georgia-ში.


Airport Carbon Accreditation არის გლობალური სათბური აირების ემისიების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუციურად დამტკიცებული ერთადერთი პროგრამა აეროპორტებისთვის. ის დამოუკიდებლად აფასებს აეროპორტების ძალისხმევას CO2 ემისიების მართვისა და შემცირების კუთხით, ასევე არის აეროპორტისთვის სპეციფიკური სათბური აირების მართვის ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.