TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მალე თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი შეემატება.
მისივე განმარტებით, ამისთვის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება.
“დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის 57 სადგომი გვაქვს და წელს კიდევ 5 ახალი სადგომი შეემატება აეროპორტს. ველოდებით ნებართვას და 2 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვექნება საჰაერო ხომალდის 62 სადგომი. ეს 5 სადგომი დაახლოებით, 8 მილიონი ლარი დაჯდება. ინვესტიცია ივნისის ბოლომდე განხორციელდება და ამ დროს გავხსნით ახალ სადგომს”, – განაცხადა ზაქარაძემ.
თეა ზაქარაძის „საქმიან დილასთან“ სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.