ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის აეროპორტს მეორედ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს პირველად ACI-ის “აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის” სერთიფიკატი მიენიჭა
17 იანვარი, 2022

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეორედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს პირველად ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭათ.

აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI), აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციებით, უზრუნველყოფენ მგზავრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.