ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ACI-ის “აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის” სერთიფიკატის მფლობელია
07 დეკემბერი, 2020

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატის მფლობელია.

აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI), აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს ყველა მგზავრისთვის, რაც შესაბამისობაშია რეკომენდირებულ ჯანდაცვის ზომებთან, რომლებიც დადგენილია ACI– ს საავიაციო ბიზნესის აღდგენისა და განახლების სახელმძღვანელო პრინციპებში და ICAO– ს რეკომენდაციებში, დარგში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.