ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
25 ოქტომბერი, 2021

ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამოაცხადა ტენდერი სამივე მიმართულების საბაგირო დერეფნების ღერძების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომსახურების შესყიდვაზე; 2020 წელს მერიამ განახორციელა სამგორი - ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი გარემოსდაცვითი სკრინინგის ანგარიში; დღეს ჯერ კიოდევ გაურკვეველია სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქის და სამება-მახათის მთის საბაგირო გზების პროექტების განხორციელების მდგომარეობა, ანუ დაპირება დაპირებად დარჩა;

კითხვაზე, რას მისცემს თბილისს საბაგირო გზები და როგორ უნდა ნაწილდებოდეს  მათი პრიორიტეტები, "კომერსანტს" "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში" უპასუხეს. ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თბილისში საბაგირო გზა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალებას, საცობების შექმნაზე გააჩნია ნულოვანი ზემოქმედება, მისი მთავარი უპირატესობაა გადაადგილების დაუბრკოლებელი შესაძლებლობაა. ცაგარეიშვილის რეკომენდაციაა, ჩატარდეს საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს საუკეთესო ვარიანტ(ებ)ის პროექტირება-მშენებლობა.

"თბილისში ორი ტიპის საბაგირო გზის სისტემის განვითარებაა შესაძლებელი: 1. ტურისტული და 2. საქალაქო სატრანზიტო სისტემაში ჩართული საბაგირო; რიყე-ნარიყალა ტურისტულს მიეკუთვნება; თბილისის აგლომერაციაში არსებობს, ფერდობებზე განლაგებული მჭიდრო დასახლებები, ასეთი დასახლებისათვის, საბაგირო გზა წარმოადგენს ტრანსპორტის იმ სახეობას, რომელიც ეფექტიანია მეტროს ქსელთან დასაკავშირებლად. ჩვენი რეკომენდაციაა,  ჩატარდეს საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება, ამის შემდეგ განხორციელდეს კვლევის შედეგებით გამოვლენილი საუკეთესო ვარიანტ(ებ)ის პროექტირება-მშენებლობა," - ეუბნება "კომერსანტს" ტრანსპორტისა და ლოგისტიკის  ექსპერტი.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, დაანონსებული საბაგირო გზების პროექტების განხორციელება პანდემიამ შეაფერხა.  რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი წელს სექტემბერში ოფიციალურად დაიწყო. მისი განხორციელებისტვის 50 მილიონი დაიხარჯება. გეგმით,  საბაგიროს მოწყობა 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მერიის განმარტებით, სწორედ მომავალი წლის ბოლოდან დაახლოებით, 1200 მგზავრს ექნება საშუალება იმგზავროს ეღტ საათში ამ საბაგიროთი და სულ რაღაც 4 წუთში ავიდეს რუსთაველიდან მთაწმინდაზე. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს. საბაგირო მარშრუტის სიგრძე  845,55 მეტრია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.