ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისს, კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი შეუნარჩუნდება
28 ივნისი, 2017

თბილისის კრწანისის გამგეობამ, კალაუბანში ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრება დაიწყო. სამსართულიანი შენობა საიათნოვასა და აბოვიანის ქუჩებს შორის მდებარეობს. სახლი XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ის მანამდე არსებული, უფრო ადრეული სახლის საძირკველზეა დაშენებული.

​ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი. მისი თქმით, თბილისს კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი შეუნარჩუნდება. მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში ეს მესამე ავარიული სახლია, რომელსაც კაპიტალური გამაგრების სამუშაოები უტარდება. ​

​როგორც "სითი კვირას" გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სახლის საძირკვლის კონსტრუქციული ელემენტების გამაგრება. რესტავრაცია ჩაუტარდება ხის აივნების ჭვირულ-ორნამენტულ ელემენტებს, რომელიც, მცირე დანაკლისის მიუხედავად, თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი.
​მათივე ინფორმაციით, სახლში ცხოვრობდა სომეხი მწერალი და ეთნოგრაფი ხაჩატურ აბოვიანი. მწერლის საპატივცემულოდ ქუჩა, რომელზეც სახლი მდებარეობს, 1938 წლიდან მის სახელს ატარებს.

2015 წელს რაიონის გამგეობამ კაპიტალურად გაამაგრა 5, ხოლო 2016 წელს - 10 ავარიული შენობა.

ავტორ(ებ)ი: სითი კვირა

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.