თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაიაა, რომელსაც მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე შექმნის.
„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ხელოვანების, მოხალისეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა და ამიტომ, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, თბილისში დაიდგას ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
www.travelingeorgia.ge