ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში 2019 წლიდან ტაქსისთვის კონკრეტული ფერი განისაზღვრება
25 ივლისი, 2018

ტაქსებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება თბილისის მერიამ არაერთხელ დაანონსა. მერიამ რეგისტრაციის წესი დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის.

ნებართვის მისაღებად მსურველები რეგისტრაციას სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან და ელექტრონულად შეძლებენ გადაიხდიან ნებართვის საფასური.

„პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც მიიღებენ ნებართვებს“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ნებართვის 1 წლით აღების საფასური შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარია, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის - უფასო.

ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს – ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა,  დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსებისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.