თბილისში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი ვიზუალური სტანდარტი ამოქმედდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით ტაქსებისთვის თეთრი განისაზღვრა.
ამავდროულად სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას.
"ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება.
ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, - აღნიშნა კალაძემ.
www.travelingeorgia.ge