თბილისში 30 000 კვ.მ. ფართობზე ფრანგული უბანი აშენდება
თბილისში 30 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ფრანგული უბანი გაშენდება. პროექტს სამშენებლო კომპანია "უნიქს დეველოპმენტი" ახორციელებს.
"საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს, რომ ქერჩის ქუჩაზე მდებარე კომპლექსში გათვალისწინებულია პარკინგი, შიდა ეზო, რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედნები, ღია კაფეები და ა.შ. ადგილზე იგეგმება საბავშვო ბაღის ამოქმედებაც.
"ეს არის დახურული ტიპის პროექტი, სადაც შედის დასუფთავების, უსაფრთხოების სერვისები. ყველაფერი გაერთიანებულია ერთ დახურულ კომპლექსში.
ზოგადად კომპლექსი ევროპული სტილისაა, უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ინვესტორი საფრანგეთიდან არის და კომპლექსის დიზაინშიც ფრანგული ელემენტებია გათვალისწინებული, სწორედ ამიტომ დაერქვა უბანს ფრანგული",- აცხადებენ კომპანიაში.
ფრანგული უბნის პროექტი ადგილზე 5 ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს, აქედან 3 მათგანი ექსპლუატაციაში უკვე შემოდგომიდან შევა, დარჩენილი 2 ბლოკი კი მომავალი წლისთვის იქნება მზად.
კომპანიას გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს. როგორც "უნიქს დეველოპმენტში' აცხადებენ, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
www.bm.ge