თბილისში ამ დროისთვის რეგისტრაცია 6347-მა ტაქსის მძღოლმა გაიარა, - მონაცემების მოძიება ტაქსების რეგისტრაციისთვის გამოყოფილ საიტზე არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სრული რაოდენობა რამდენადაც მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ სარეგისტრაციო პროცედურები იუსტიციის სახლში გაიარონ.
ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის 1 წლით აღების საფასური შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარია, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის უფასოა. რეგისტრაციის გარეშე ტაქსის მომსახურების გაწევა 1 ოქტომბრიდან იზღუდება და რეგისტრაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება
www.travelingeorgia.ge