ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში «აკორის» ახალი ბრენდის – Ibis Styles–ს სასტუმრო მაისში გაიხსნება
04 აპრილი, 2017

კომპანია „მაქრო ტურიზმი" თბილისში კიდევ ერთ სასტუმროს ხსნის. გალაკტიონ ტაბიძის 4 ნომერში „აკორის ჯგუფში" შემავალი ბრენდის Ibis Styles Tbilisi Center პირველ სტუმრებს აპრილის ბოლოს მიიღებს, ხოლო ის ოფიციალურად მაისის დასაწყისში გაიხსნება.

სასტუმრო 119 ნომრიანი იქნება. აქვე განთავსდება ლობი, ბარი, რესტორანი და ლაუნჯი. Ibis Styles Tbilisi Center 3-ვარსკვლავიანი იქნება, თუმცა ის საქართველოში უფრო მაღალი კლასით იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ევროპაშია.

როგორც „კომერსანტს" „მაქრო ტურიზმის" მარკეტინგის კოორდინატორმა თამუნა ჩხიკვაძემ განუცხადა, სასტუმრო ბიზნეს მოგზაურებისათვის, საშუალო და ეკონომ კლასისათვის იქნება განკუთვნილი.

„სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და პირველი სტუმრები 25 აპრილიდან გვეყოლება. ოფიციალური გახსნა კი 10 მაისამდე მოხდება.

3–ვარსკვლავიანი სასტუმრო დასვენების, ბიზნეს მოგზაურებისათვის, საშუალო და ეკონომ კლასისათვის იქნება განკუთვნილი. სასტუმრო 7–სართულიანია და ბოლო სართულზე ტერასა City Roof განთავსდება. საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. Ibis Styles Tbilisi Center-ში 119 ნომრინია აქედან, 101 სტანდარტული ტიპის ნომერია, რომელშიც 71 Double, 30 Twin, 10 Superior, და 8 Suite Room შედის." - განაცხადა თამუნა ჩხიკვაძემ.

IBIS Styles Tbilisi Centre მიმზიდველი პროექტია, მისი მდებარეობა ინტერესს აორმაგებს, რადგან სასტუმრო თბილისის ცენტრშია განთავსებული. Ibis Styles ზოგადად ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა, ამჟამად კი მსოფლიოს მასშტაბით 141 სასტუმრო ფუნქციონირებს. AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 95 ქვეყანაში 4 130 სასტუმროს ფლობს.

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.