ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველ კვირეულად განხორციელდება
25 სექტემბერი, 2018

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს აფართოებს.

სპეცალისტებმა დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზე (შ. რუსთაველის, თამარ მეფის, ალ.ყაზბეგის გამზირები და გლდანის I მიკრო რაიონი) ატმოსფერულ ჰაერში სინჯები აიღეს სპეციალური მოწყობილობის (ასპირატორი) საშუალებით. აღებული სინჯები ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წლების წინ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის გაფრქვევის უმთავრეს წყაროს ტყვიაშემცველი ბენზინი წარმოადგენდა. თუმცა, ტყვიაშემცველი ბენზინის პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი წლის წინ გადაიჭრა.

საქართველოში ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება 2005 წლიდან ოფიციალურად აიკრძალა, 2015 წელს მისი შემცველობის ზღვარი ბენზინში კიდევ უფრო გამკაცრდა და მოქმედ ევროპულ ნორმას (5 მკგ/ლ) გაუტოლდა.

2016 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის სისტემა, რომლის ფარგლებში ჩატარებული ყველა შემოწმების შედეგი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინი არ გამოიყენება. მონიტორინგის შედეგების თანახმად ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მცირეა.

თბილისის მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება ყოველ კვირეულად განხორციელდება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.