ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა
17 ოქტომბერი, 2017

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის  ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით  ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გახსნეს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაარსებული კომპანიების პროდუქცია.

გამოფენა ბიზნეს-სექტორების ფართო სპექტრს მოიცავდა. მათ შორის: მეღვინეობა, თაფლის წარმოება, ტურიზმი, კვების ობიექტები, სადისტრიბუციო კომპანიები, სამშენებლო სექტორი, ესთეტიური მედიცინა, სანიტარული მომსახურება და სხვ.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი კომპანიები აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო  პალატის წევრები არიან. კომპანიების პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ სტუმრებს ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  ამირან დოლიძემ გააცნო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე პალატის წარმომადგენლობა განთავსებულია დედაქალაქში. ამ დროისთვის აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ათეულობით კომპანიას აერთიანებს, როგორც მცირე, ასევე საშუალო და  მსხვილ ბიზნეს-სექტორებს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.