თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარება იგეგმება.
როგორც დედააქლაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.
„მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და არის სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ასეთი შენობა-ნაგებობები ყველა რაიონშია და გარდა იმისა, რომ დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული.
www.travelingeorgia.ge