ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაზე 2.6 მლნ-იანი ტენდერი მეორედ გამოცხადდა
10 მაისი, 2022

თბილისში, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა.  განმეორებითი შესყიდვაში წინადადებების მიღება 6 მაისს დაიწყო და 11 მაისს დამთავრდება. ახალი ტენდერის ღირებულება 8 394 ლარით ნაკლებია და 2 684 838 ლარს შეადგენს.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ხიდის მისასვლელი მიწაყრილის ფერდები დაზიანებულია, ბალახის საფარი უხარისხოა ან საერთოდ არ არის, ხიდის ქვეშ შემორჩენილია ხიდის მშენებლობის დროინდელი ხარაჩოების ხისა და ბეტონის საძირკვლები, რაც აუშნოებს ხიდის ესთეტიკურ მხარეს. ირკვევა, რომ ხიდის ბეტონი დაბალი ხარისხისა, წყალმოცილების სისტემა არასათანადოდ ფუნქციონირებს და აღინიშნება ხიდის მოპირკეთების ქვების გამოფიტვა და აბრაზია. მოაჯირის რამდენიმე დგარის დეტალი დაკარგულია ასევე დაკარგული და დაზიანებულია არქიტექტურული გაფორმების დეტალები.

შალიკაშვილის სახელობის ხიდის კონსტრუქციების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მთლიანობაში ნაგებობა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. პროექტში წერია, რომ რაიმე დაზიანებები ან დეფექტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ მის მზიდუნარიანობაზე არ დაფიქსირებულა. ამასთან აღინიშნა რიგი დაზიანებებისა და დეფექტებისა, რომლებიც მოქმედებენ ხიდის ხანმედეგობასა და საექსპლოატაციო თვისებებზე. კერძოდ: რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდზე წყალმოცილების სისტემა, მისასვლელი მიწაყრილები, სავალი ნაწილისა და ტროტუარების საფარი, ხიდზე ჰიდროიზოლაცია და ა.შ.

დოკუმენტის მიხედვით გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს ტროტუარის კონსოლები, მიმდინარე რემონტს საჭიროებს ხიდის მოაჯირები და პარაპეტები. ასევე ხიდქვეშა ზონიდან მშენებლობის ნარჩენები მოსაცილებელია.

მშენებლობის ხანგრძლივობად 180 დღეა განსაზღვრული. მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.

 commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.