ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში გარევაჭრობა სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე იქნება შესაძლებელი
01 აგვისტო, 2019

10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ.კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ.

ქალაქის მერმა ქუჩაში ვაჭრობის პრობლემებზე ისაუბრა. „მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში – ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, ქუჩაში არ დადგებოდა პროდუქტის გასაყიდად, თუმცა არის მეორე მხარეც, მაქსიმალურად დაცულები უნდა ვიყოთ, რადგან ეს სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს“.

რაიონებში შესაბამისი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები.გამოყოფილ ადგილებში ვაჭრობაში კვირაში 2-3 დღე იქნება შესაძლებელი.

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.