13 აპრილს კრწანისში, Tbilisi Hills Golf & Residences-ში გოლფის სეზონის გრანდიოზული გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას პოლიტიკოსები, ბიზნესისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tbilisi Hills Golf & Residences-ის მთავარი ინვესტორის, Skinest Group-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ოლეგ ოსინოვსკის განცხადებით, მათი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ენერგოეფექტურობას და ამ პროექტშიც ცდილობს ამის ხაზგასმას.
„2018 წლის 21 სექტემბერს დავიწყეთ ოფიციალურად გაყიდვები და მიწის ნაკვეთების 30 % უკვე გაიყიდა. პირველი სამი კერძო სახლის პროექტი Tbilisi Hills & Golf Residences-ისგან უკვე შესრულებულია. ჩვენი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ენერგოეფექტურობას, ამიტომაც დავაყენეთ ქუჩის ეკო-განათება მთელს ტერიტორიაზე. 15 აპრილს ოფიციალურად ვიწყებთ ბინების გაყიდვას. ასევე Tbilisi Hills-მა და TBC-მ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ორივე კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კოლაბორაცია წარმატებული იქნება,“ – განაცახდა ოლეგ ოსინოვსკმა.
Tbilisi Hills Golf & Residences-ის დირექტორმა პოლ პოჰიმ გოლფის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დამწყებებისთვის „მწვანე ბარათის კურსი“ იარსებებს, რომლითაც დაინტერესებული პირი გოლფის თამაშს სამ დღეში შეისწავლის.
„ჩვენი პროფესიონალური 18-საათიანი კურსი გოლფის მოთამაშეებისთვის ნამდვილი გამოწვევაა, ხოლო თანამედროვე კლუბის შენობა – ქალაქის გასწვრივ გასაოცარი ხედებით – იდეალური ადგილია დასვენებისა და გოლფის სამყაროს გაცნობისთვის. დამწყებთათვის მწვანე ბარათის კურსი გვაქვს, რომლითაც თამაშს 3 დღეში შეგასწავლით. ასევე, ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდან ჩვენ შევქმენით სპეციალური პოგრამა, რომელიც გასართობიცაა და სასიამოვნო“ – აღნიშნა პოლ პოჰიმ.
Tbilisi Hills -ი არის 331 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა სახეობის საცხოვრებელ, გასართობ და სარელაქსაციო სივრცეებს მოიცავს. ფართობის 60 პროცენტი გამწვანებული ნაწილია, ხოლო 40 პროცენტზე შენობებია განთავსებული.
კომპანიის ახალი მარკეტინგული კამპანიის სიმბოლო არის ვეფხვი, რომლის ინსპირაციაც მსოფლიოში ცნობილი გოლფის მოთამაშისა და მილიარდელის ელდერ ტონტ ვუდსის (იგივე ტაიგერ ვუდსის) სახელი გახდა.
Tbilisi Hills-ი სტუმრებისთვის უკვე ფუნქციონირებს.

commersant.ge