ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ლუდის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი 4 მაისს გაიმართება
23 აპრილი, 2019

2019 წლის 4 მაისს,  12:00 საათიდან Alibi Arena ლუდის ფესტივალს უმასპინძლებს.

მისულ სტუმრებს სხვადასხვა ბრენდის ლუდთან ერთად გასართობ ღონისძიებაზე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებელიც დახვდებათ, ისინი ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურად გააფორმებენ.

ლუდის ფესტივალზე წარმოდგენილი იმპორტულ, ქართული წარმოებისა და Craft-ლუდებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მცირე მეწარმეების ლუდებიც, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ხარშავენ ლუდებს. ფესტივალისერთ–ერთი მიზანიც ქართული ლუდის ხარშვის კულტურის პოპულარიზაციაა.

ფესტივალის მუსიკალური ჰედლაინერი იქნება უკრაინული ჯგუფი 5’Nizza, დღის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს შეცვლიან შენდამე(თორნიკე ყიფიანი), Bedford Falls, დაგდაგანი, ჯგუფი ფრანი, ჯგუფი Reggaeon, შემდეგ კი დიჯეი დაუკრავს. ასევე ფესტივალის მიმდინარეობისას დაგეგმილია სხვადასხვა გათამაშებები, შეჯიბრებები და წარმოდგენები.

ღონისძიების წამყვანები – ანი გიუნტერი და ვანიკო თარხნიშვილი,რომლებიც როგორც სცენიდან, ისე სხვადასხვა აქტივობებში ჩართულები გაუძღვებიან ფესტივალს.

ფესტივალის ორგანიზატორია Alibi Arena – ახალი საფესტივალო სივრცე ფონიჭალაში, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 7 წუთის სავალზეა. ფესტივალისთვის საკმაოდ კარგი რელიეფია და, 21 000 კვადრატული მეტრზეა განლაგებული, იქვეა განთავსებული სტაციონარული ბარები, დაიდგმება ჯიხურებიც, სადაც საკვები გაიყიდება.. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 4 მაისს ორთაჭალის ავტოსადგურიდან 12:00 საათიდან Alibi Arena-მდე უფასო ტრანსპორტი დაინიშნება.

ფესტივალის მედიაპარტნიორები არიან: ambebi.ge, palitravideo.ge, marketer.ge, სტარვიზია/StarFM, რადიო კომერსანტი, რადიო უცნობი, რადიო მაესტრო/ვინილი, 4U მულტიმედია ჯგუფი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.