თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი გაიხსნა. ღონისძიებას მხარს ტრადიციულად სააგენტო "აწარმოე საქართველოში" უჭერს და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას.
კვირეული 4 დღეს გასტანს და 21 ოქტომბერს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც ქართველ დიზაინერებს შესაძლებლთიძეობა ექნებათ აუდიტორიას საკუთარი ნამუშევრები გააცნონ.
"აწარმოე საქართველოში" დახმარებით მოდის კვირეულს ესწრებიან მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა ESPACE MONOCHROME (MONACO), EARLY MORNING (PARIS), TOM GREYHOUND (PARIS) და ELLIDORE LUXURY (EMIRATES).
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები (ე.წ „ბაირები“) მუდმივად სტუმრობენ, რაც ქართველი დიზაინერების საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტის პოტენციალის წარმოჩენასა და საფეიქრო ინდუსტრიით დაინტერესების ზრდას ემსახურება.
www.travelingeorgia.com