თბილისში პირველი ციფრული მუზეუმი იხსნება.Tbilisi Mall-ში ახალი სივრცე სექტემბრის ბოლოს გაიხსნება, სადაც ცნობილი ნახატები გამოიფინება.
როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს ციფრულად დაინახოს ნახატები და 3D ფორმატის საშუალებით მასში იმოგზაუროს.

„ესაა ძალიან საინტერესო სიახლეა ადგილობრივი ბაზრისთვის, რადგან მსგავსი სივრცე ჯერ არ გვქონია. მოეწყობა სხვადასხვა ცნობილი მხატვრის გამოფენა და დათვალიერების პროცესში შეგექმნებათ ილუზია, რომ თავად იმყოფებით ნახატში. მსგავსი მუზეუმი ძალიან პოპულარულია იაპონიაში. მოგეხსენებათ, ტოკიოში ცნობილი ციფრული გალერეაა, სადაც ცოტა ხსნის წინ ვან-გოგის ნახატები იყო წარმოდგენილი. იმდენად საოცარი სანახაობაა, რომ ეს თემა დღემდე აქტუალურია.

(ფოტო: ტოკიოს ციფრული მუზეუმი, ვან გოგის ნახატების გამოფენა)
ახლა მსაგვსი სანახაობა თბილისშიც ხელმისაწვდომი ხდება, ასე რომ ველოდებით დამთვალიერებლებს. სავაჭრო ქსელის მესამე სართულზე ციფრული მუზეუმი ხელმისაწვდომი გახდება უკვე სექტემბრის ბოლოსთვის “,- განმარტავენ Tbilisi Mall-ში.
ცნობისთვის, ციფრული მუზეუმი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, პოპულარულ და მოთხოვნად სივრცედ ითვლება. ქალაქებს, სადაც მსგავსი მუზეუმებია წარმოდგენილი ხშირად სწორედ ამ მიზნით სტუმრობენ.
პირველი ციფრული მუზეუმი 2018 წელს ტოკიოში გაიხსნა, რომელიც საკუთესო ადგილია ტექნოლოგიის ზღაპრულ სამყაროში სამოგზაუროდ.

Commersant.ge