ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა
19 ოქტომბერი, 2018

დედაქალაქში, 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა. ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან.

ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ლოკაცია შეირჩა.

„თბილისის პარკინგი“ გამოყოფილ ყველა წერტილში დახაზვის პროცესს  უახლოეს ხანებში დაასრულებს. პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით. 

ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომანქანის გაჩერება სირთულეს წარმოადგენს.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.